კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 2026 წლის 10 ოქტომბერი

ახსენი შექმნილია Studio Dongoose-ის მიერ. შენი კონფიდენციალურობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ თამაში მხოლოდ იმას იყენებს, რაც თამაშისთვის აუცილებელია.

რას ვაგროვებთ

არაფერს. ახსენი არ აგროვებს და არსად აგზავნის შენს პერსონალურ მონაცემებს. თამაშს არ აქვს ანგარიშები, რეკლამა და ანალიტიკა.

რა ინახება შენს მოწყობილობაზე

გუნდების სახელები, თამაშის პარამეტრები, მიმდინარე თამაში და უკვე ნათამაშები სიტყვების სია ინახება მხოლოდ შენს მოწყობილობაზე, რომ შემდეგ ჯერზე თამაში იქიდან გააგრძელო. ეს მონაცემები არსად იგზავნება. აპლიკაციის წაშლისას ისინიც იშლება.

კამერა და ფოტოები

გუნდის ფოტოს გადასაღებად თამაში კამერაზე წვდომას ითხოვს. ფოტო ინახება მხოლოდ შენს მოწყობილობაზე და არავის ეგზავნება. კამერაზე წვდომის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლია მოწყობილობის პარამეტრებში.

ცვლილებები

თუ ეს პოლიტიკა შეიცვლება, განახლებულ ვერსიას აქ გამოვაქვეყნებთ.

კონტაქტი

კითხვების შემთხვევაში მოგვწერე: dongoose144@gmail.com